Vertikal | Responsive WordPress Theme
Menu

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საინფორმაციო წერილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა
მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი, ასევე - მომიჯნავე დარგები და დარგთაშორისი კვლევები.

სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.


სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 15-17 დეკემბერს.
კონფერენციის ვებგვერდი:
www.hs.tsu.ge


კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ქართველოლოგია
კავკასიოლოგია
თარგმანმცოდნეობა
დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
ამერიკისმცოდნეობა
აღმოსავლეთმცოდნეობა
სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფია
კვლევები
ხელოვნება
ინტერდისციპლინური კვლევები
სამუშაო ენა:
ქართული
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება (დასწრებული მონაწილეობა)


კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები უნდა აიტვირთოს
კონფერენციის ელექტრონულ გვერდზე 2022 წლის 20 ნოემბრამდე.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.


თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)
თეზისები უნდა აიტვირთოს კონფერენციის ვებგვერდზე
http://hs.tsu.ge/lan/ge/cat/registr


საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204 დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
nino.popiashvili@tsu.ge