Vertikal | Responsive WordPress Theme
Menu

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მთავარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.

სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 15-17 დეკემბერს.